Skip Navigation
VIN.GE LOGO


გამოშვების წელი: ძრავის მოცულობა:
აქციზი: ლარი
საბაჟო გადასახადი: ლარი
დეკლარაცია + ექსპერტიზა: ლარი
ნომერი+ტექ.პასპორტი: 72 ლარი
   
სულ: ლარი / $

  • ეროვნული ბანკის კურსით 1 USD = 1.6360 ლარი



საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188 მუხლის მიხედვით მსუბუქი ავტომობილის განბაჟების ტარიფის სააქციზო განაკვეთი დამოკიდებულია ავტომობილის ასაკზე(დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობა). აქციზის გადასახადს ვიღებთ სააქციზო განაკვეთის გამრავლებით მისი ძრავის მოცულობაზე.

1 წლამდე 1.5
1 წლის 1.5
2 წლის 1.4
3 წლის 1.3
4 წლის 1.2
5 წლის 1.0
6 წლის 0.7
7 წლის 0.5
8 წლის 0.5
9 წლის 0.5
10 წლის 0.5
11 წლის 0.5
12 წლის 0.5
13 წლის 0.6
14 წლის 0.7
14 წელზე მეტის 0.8

მიღებულ თანხას ემატება საბაჟო მომსახურებისგადასახადი რომელიც შეადგენს ფიქსირებულად 150 ლარს და იმპორტის გადასახადი(მომსახურების გადსახადში შედის ასევე დეკლარაციის შევსება, ამ მომსახურებაში დამატებით გადასახადს არ იხდით). იმპორტის გადასახადის გამოსათვლელად ავტომობილის ძრავის კუბატურას ვამრავლებთ 0.05-ზე და მიღებულ რიცხვს ვუმატებთ ავტომობილის ასაკის, ძრავის კუბატურის და 0.0025-ის ნამრავლს. ანუ იმპორტის გადასახადი=(კუბატურა*0.05)+(კუბატურა*ასაკი*0.0025).

ამ თანხას ემატება ავტომობილის ტექნიკური პასპორტის, ტექნიკური დათვალიერების და ნომრის აღების საფასური, რომელიც ფიქსირებულად შეადგენს 72 ლარს.