Skip Navigation
VIN.GE LOGO

F.A.Q

ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)

1981 წლის შემდეგ გამოშვებულს ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). VIN კოდი ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენება, მათ შორის კონკრეტული ავტომობილის ისტორიიდან მნიშვნელოვანი ცნობების მოსაპოვებლად. VIN-ს ასევე აქვს სხვა მრავალი გამოყენება. მაგალითად, სერვის მაღაზიები იყენებენ ვინ კოდს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებული ძრავის, ტრანსმისიის და სამუხრუჭე სისტემების იდენტიფიკაციისთვის, რომ შეძლონ ავტომობილის გამართულად მომსახურება. კანონდამცავი ორგანოები იყენებენ VIN კოდს მოპარული ავტომობილების და ნაწილების აღმოსაჩენად და დასაბრუნებლად. ავტო მწარმოებლები VIN კოდს იყენებენ გამოხმაურებების დახმარებით უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.

VIN კოდის მოძებნა

VIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბამპერზე (თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი ასევე საქარე მინაზე) და მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე . ზოგ ავტომობილზე VIN კოდი ასევე განთავსებულია ძრავზე, hood-ზე და სხვა ავტო ნაწილებზე. VIN კოდი ასევე ჩაწერილია ავტომობილის საბუთებში, ავტომობილის ტექ. პასპორტში, სადაზღვევო პოლისში და პოლიციის ჩანაწერებში.
VIN

სიმბოლოები VIN კოდში შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის გამოშვების წელის, მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების ადგილის და სხვ. VIN კოდის დეკოდირება ნიშნავს ამ სიმბოლოების გაშიფვრას. VIN კოდი ასევე გამოიყენება CARFAX-ის, AUTOCHECK-ის და სხვა ბაზებიდან ავტომობილის ისტორიის ამონაწერის და ფოტოების მისაღებად. CARFAX-ის ყოველი ამონაწერი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს თქვენს გადაწყვეტილებაზე ნახმარი ავტომობილის შესახებ.

VIN კოდის გამოყენება მეორადი ავტომობილის შეძენისას

ავტომობილის შეძძენისას რათქმაუნდა გამყიდველი არ გაწვდით ინფორმაციას მანქანის დაზიანებების, წყლით დაზიანების, ოდომეტის განულების და სხვა მსგავსი ფაქტების შესახებ. ყოველი ასეთი სახის ინფორმაცია დიდ გავლენას ახდენს ნახმარი ავტომობილის უსაფრთხოებაზე, მდგომარეობაზე და რა თქმა უნდა ფასზე. იმისათვის რომ გაგირთულონ ავტომობილის ისტორიის გაგება, ავტოდილერები ხშირად უარს აცხადებენ VIN კოდის მოწოდებაზე. თაღლითებმა ასევე შეიძლება გადააკეთონ წარსულში დაზიანებული ავტომობილის VIN კოდი დოკუმენტაციაში

მეორადი ავტომობილის შეძენის დროს, იმისათვის რომ არ აღმოჩნდეთ მოტყუებული, გამოიყენეთ შემდეგი ხრიკები:

მიიღეთ VIN კოდი უშუალოდ გამყიდველისგან ან პირდაპირ ავტომობილიდან. თუ გამყიდველი უარს ამბობს VIN კოდის გაზიარებაზე - ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ მას არ სურს ავტომობილის ისტორიის გამხელა. გაეცანით ავტომობილის ისტორას. გამოიყენეთ VIN კოდი იმისათვის, რომ შეიძინოთ CARFAX -ის ან AUTOCHECK-ის რეფორთი VIN.ge-ზე დარწმუნდით ავტომობილის იდენტურობაში. ფიზიკურად შეამოწმეთ, რომ გამყიდველის მიერ მოწოდებული VIN კოდი, ავტომობილზე არსებული VIN კოდი, დოკუმენტებში არსებული VIN კოდი და ამონაწერში მოცემული VIN კოდი იდენტურია. თუ რომელიმე მათგანი არ ეთხვევა გირჩევთ თავი აარიდოთ ასეთ შენაძენს ავტომობილის შეძენის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ VIN კოდი მის დასაზღვევად და ნებისმიერ სოლიდურ ავტო მომსახურების ცენტრში რეგისტრაციისთვის.

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის ისტორიის შემოწმება?

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით შემოდის ავტომობილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამწყხაროდ მათი 99% არის ნახმარი ავტომობილი, რომლებსაც ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული. ახლა თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ საყიდლად ამორჩეული ავტომობილის შესახებ სრული ინფორმაცია და დაინახოთ მისი რეალური მდგომარეობა. ნახმარი ავტომობილის შეძენისას ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილის ყველა დეფექტი ისეა დაფარული, რომ შეუძლებელია მათი ვიზუალურად აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, იმისათვის რომ თქვენ კარგი წარმოდგენა შეგექმნათ ავტომობილზე ხდება ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების შეცვლა. ნებისმიერი გამყიდველი შეეცდება დაგიმალოთ ავარიის შესახებ ინფორმაცია რომელშიც ავტომობილია მოხვედრილი. როგორც წესი ასეთი ავტომობილის შეძენისას თქვენ ძლიერ იმედგაცრუებული რჩებით, რადგან მისი მუდმივი რემონტი ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თვითონ ავტომობილი. ნუ გადაიხდით ავტომობილის რემონტში 500 ლარს შეამოწმეთ მისი ისტორია 4 ლარად და იარეთ მშვიდად

რას არის Carfax-ი და Autocheck-ი

ავტომობილის ისტორიის ყველაზე სანდო პროვაიდერებს CARFAX და Autocheck იყენებს მილიონობით მომხმარებელი ყოველწლიურად. 1981 წლის შემდეგ გამოშვებულს ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). CARFAX-ის რეფორთი მიიღება მონაცემთა ბაზიდან, რომელიც შედგება 6 000 000 000-ზე (ექვს მილიარდზე) მეტი ჩანაწერისგან. CARFAX-ის და Autochek-ის ყოველი ამონაწერი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დიდ გავლენას იქონიებს თქვენს გადაწყვეტილებაზე ნახმარი ავტომობილის შესახებ.
CARFAX და Autocheck მონაცემებს ღებულობს 34000 განსხვავებული წყაროსგან, სადაზღვევო კომპანიებისგან, ავტოსალონებიდან, ავტოაუქციონებიდან, სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან, ტაქსოპარკებიდან და სხვა უამრავი დაწესებულებიდან. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ავტომობილის ზუსტი მდგომარეობის შესახებ ამ საერთო ბაზიდან. ნებისმიერ ამონაწერში შესულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ავტომობილის ისტორიაში, მათ შორის: ოდომეტრთან დაკავშირებული პრობლემები, უსაფრთხოების ბალიშების შესახებ ინფორმაცია, მფლობელების რაოდენობა და ვინაობა, ნებისმიერი დაზიანება, წყალდიდობაში, სეტყვაში, ხანძარში მოხვედრა და სხვა მრავალი .

Carfax თუ Autocheck

Carfax და Autocheck ბაზები ხშირ შემთხვევაში მოიცავს ერთნაირ ინფორმაციას, მსოფლიოში Carfax-ის რეფორთი უფრო პოპულარულია გამომდინარე იქიდან, რომ მისი ბაზა უფრო სრულყოფილია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არის საკმაოდ ხშირი შემთხვევები როდესაც კონკრეტული ავტომობილის შესახებ Autocheck-ის ბაზაში მოცემულია უფრო მეტი ჩანაწერი ვიდრე Carfax-ის ბაზაში. გამომდინარე ამ ფაქტიდან იდეალური გამოსავალია ამონაწერის მიღება ორივე ბაზიდან.